„გამარჯვებულ ქალთა კლუბი“ 2009 წელს დაფუძნდა და თბილისსა და რეგიონებში დღეისთვის 600-მდე ქალბატონს აერთიანებს. კლუბის წევრების მიზანია ძუძუს კიბოს და პრევენციული კვლევების აუცილებლობის შესახებ საზოგადოებაში ცოდნის ამაღლება. ამ მიზნების მისაღწევად კლუბი შეხვედრებს და სხვადასხვა ტიპის აქტივობებს ატარებს.
კლუბის წევრებს სურთ, რომ მათი წარმომადგენლობა კახეთშიც იყოს, რათა ძუძუს სიმსივნით დაავადებულმა ქალბატონებმა მიიღონ მეტი ინფორმაცია დაავადების შესახებ, გაეწიოთ ფსიქოლოგიური დახმარება, ჩაუტარდეთ ტრენინგები, რაც მათ აქტიური ცხოვრების გაგრძელებაში დაეხმარება.
ჩვენი კლინიკა გვერდში უდგას „გამარჯვებულ ქალთა კლუბს“ ასეთი პერსპექტიული და სასიკეთო პროგრამის განხორციელებაში.
[R] „ფრანგული სამედიცინო ცენტრი კახეთი-იონის“ ინფორმაცია